ვაზიანის ღვინოების პრეზენტაცია აშშ-ში

1 ნოემბერს ნიუ-იორკში, ბროდვეიზე მდებარე რესტორან NoMad -ში გაიმართა „ვაზიანი“-ს ღვინოების პრეზენტაცია, სადაც სპეციალურად მოწვეულ იმპორტიორებს, დისტრიბიუტორებსა და ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ “მაყაშვილის მარნის” ქვევრის ღვინოები - საფერავი, ქისი, ხიხვი, კაბერნე და “ვაზიანის” ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული მუკუზანი და წინანდალი. ღონისძიებას „ვაზიანი“-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ფოცხვერაშვილი უძღვებოდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომპანიის დირექტორი ნათია მეტრეველი. სპეციალურად პრეზენტაციისათვის NoMad-ის შეფ მზარეულის მიერ მომზადებული იქნა სადილი, რომელიც საუკეთესოდ შეხამებული იქნა ღვინოებთან. წარდგენილმა ღვინოებმა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიამ დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებული მოწონება კი ქვევრის ხიხვი და საფერავი 2016, ასევე მუკუზანმა დაიმსახურა.