დებრა მეიბურგი საქართველოში

ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ჩინეთიდან ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა მოინახულეს მეღვინეობა ვაზიანი და მაყაშვილის ღვინის მარანი. სტუმრებმა დააგემოვნეს, როგორც ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოები ასევე ევროპული ტექნოლოგიით. ჯგუფს ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ხელმძღვანელობს, რომელმაც საქართველოში ვიზიტამდე ვაზიანი კომპანის ღვინოები მასტერკლასების ფარგლებში წარადგინა შანხაისა და ჰონკონგში.