ქინძმარაული

ღვინო მუქი წითელი ფერისაა და გამოირჩევა ძლიერი ჯიშური ბუკეტითა და არომატით, რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული ალუბლისა და მაყვლის ტონები. მას აქვს ხავერდოვანი და მდიდარი გემო და იგი კარგადაა შერწყმული ბუნებრივ სიტკბოსთან.

დააგემოვნეთ ღვინო ხილთან, სხვადასხვა ნამცხვარსა და დესერტთან.

მიირთვით ჩაციებული 17-19˚C-მდე

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.
ყურძნის ტიპი: 100% საფერავი
წარმოშობა: კახეთის რეგიონი, ქინძმარაულის სპეციფიკური ზონა
მოცულობა: 750 მლ
ალკოჰოლი: 11-12%