• cube

    • cube

      • cube

        • cube

          • cube

            • cube

              • cube

                • cube

                  • cube

                    • cube



კომპანიის ისტორია

 

        „ვაზიანი კომპანი“ დაარსდა 1982 წელს და არის ქართული ღვინის წარმოების ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. კომპანიაში 2012 წელს მოხდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგად იგი გადაკეთდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და აშენდა ახალი, თანამედროვე ტიპის ქარხანა თელავში, კახეთში - ქვეყნის მეღვინეობის უძველეს რეგიონში, სადაც განსხვავებული ჰავა და ნოყიერი ნიადაგი ანიჭებს იქ მოწეულ ყურძენს იმ განსაკუთრებულ არომატსა და გემოს, რომლითაც ცნობილია ქართული ღვინო. ქარხანა აშენებისთანავე აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით. ეს არის უნიკალური საწარმო მთლიანად წარმოების დახურული ციკლით, დაწყებული ყურძნის შერჩევიდან, საბოლოო პროდუქტამდე, ამასთანავე კომპანია ფლობს 120 ჰა ვენახს, რაც გვაძლევს საშუალებას თვალყური ვადევნოთ ვენახიდან მომხმარებლამდე ღვინის წარმოების ყველა ეტაპს, რომელიც სრულად შეესაბამება ISO22000-2015-ის საერთაშორისო სტანდარტებს.
     აღსანიშნავია, რომ კომპანია აწარმოებს ღვინოს არა მარტო უახლესი ტექნოლოგიით, არამედ უძველესი მეთოდითაც. კახური  ქართული ღვინის წარმოების განსხვავებული მეთოდი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და, დღეისათვის, ყველაზე ტრადიციულ მეთოდად. იგი გულისხმობს ღვინის დაყენებასა და შენახვას უნიკალურ თიხის ჭურჭელში - ქვევრში, რაც ქართული ღვინისა და ზოგადად ქართული კულტურის ერთგვარი სავიზიტო ბარათია.
      კომპანიას გააჩნია მისი კუთვნილი მარანი, რომლის ისტორია სათავეს იღებს XV საუკუნის მე-2 ნახევრიდან, კახეთში აღმოცენებული მაყაშვილების სათავადოდან. მასიურად მარნების მშენებლობა საქართველოში მიმდინარეობდა XIX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ყველა თავადმა დაიწყო თავისი ღვინის წარმოება მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი განსხვავებული წესით. სწორედ თავადი მაყაშვილების ქვევრის ღვინის დაყენების განსაკუთრებული ტექნოლოგიის მემკვიდრე და მიმდევარია "ვაზიანი კომპანი" და მის მარანში თქვენ აუცილებლად ნახავთ ამ წესით დაყენებულ ისეთ ცნობილ ქართულ ღვინოებს, როგორიცაა: "რქაწითელი", "საფერავი". "ქისი", "მწვანე" და ა.შ.
      შპს „ვაზიანი კომპანი“ წარმოადგენს სწრაფად განვითარებად კომპანიას. მის სიმბოლოდ აღებულია ფარშევანგი. ლეგენდის თანახმად, საქართველოში სტუმრად მყოფმა მაღალი თანამდებობის პირმა ფარშევანგის ულამაზესი კუდის გახსნის პროცესი ქართული ღვინის გემოს შეადარა: „იხსნება ასევე ნელა და ნაზად და გგვრის უდიდეს სიამოვნებას, რომელსაც გინდა რომ მუდამ შეიგრძნობდე“.
      1982 წლიდან მოყოლებული კომპანიამ მყარად განამტკიცა თავისი პოზიციები ბაზარზე.  იგი აწარმოებს თითქმის ყველა დასახელების ცნობილ ქართულ ღვინოს, გარდა ამისა კომპანიას გააჩნია ღვინის საკუთარი მარკა: „ვაზიანი“, „საოჯახო“ და „ქართული ტრადიციული“, ხოლო მის პროდუქციას მიღებული აქვს საერთაშორისო გამოფენებზე 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი, ასევე სხვადასხვა დიპლომები და გრან-პრი.
      ჩვენი ღვინოების დეგუსტაციის შემდეგ, ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ თქვენ მისი ნამდვილი მოყვარული გახდებით და თვითონ დარწმუნდებით იმაში, რომ „ვაზიანი კომპანი“ უმაღლესი ხარისხის გარანტიაა!